საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27670

ფაქტი 27670

1919 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილი მისწერა მთავარ გამგეობას და სთხოვა ეცნობებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სენაკის განყოფილების სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოები მთელი თავისი ქონებით გადაეცათ სამაზრო ერობის გამგეობისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები დაწესებულებების შესანახად. ისინი მხოლოდ სენაკის ბიბლიოთეკას დაიტოვებდნენ საზოგადოების მფლობელობაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27670; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .