1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას სთხოვა, რომ ხელსაქმის სასწავლებლად მოეწყო სახელოსნო განსვენებული ეკატერინე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან და კავკასიის საოჯახო სამრეწველო კომიტეტისთვის ეთხოვა ფულადი დახმარება საქსოვი დაზგების გასამართად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი