საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27719

ფაქტი 27719

1909 წლის 23 თებერვალს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იოანემ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილობით აუწყა უმიწობითა და მწირი შემოსავლით (წლიური 332 მან. 50 კაპ.) შეჭირვებული საძმოს უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა: ლუკმაპურის საშოვნელად ბერები კარდაკარ დაიარებოდნენ და ხალხს აწუხებდნენ კალოობის დროს, ამას ზედ ერთვოდა ავაზაკთა თავგასულობა – მათ მიწასთან გაასწორეს მონასტერი, ძველი ლოგინები და სამოვრებიც კი არ შეარჩინეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27719; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .