საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27731

ფაქტი 27731

1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27731; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .