საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27738

ფაქტი 27738

1910 წლის 17 ივლისს საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მასთან დაუყოვნებლივ ჩასულიყო წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს დაადგენდა და წინა წლის გვალვით მიყენებულ ზარალსაც გამოთვლიდა. მოიჯარე ითხოვდა, რომ გამგეობის წარმომადგენელი წინასწარ დათქმულ დღეს ჩასულიყო საგურამოში, რომ ის ადგილზე დახვედროდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27738; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .