საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27760

ფაქტი 27760

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1917 წლის გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 27 მანეთი და 55 კაპიკი, გათბობა–განათება – 42 მანეთი და 15 კაპიკი, ბიბლიოთეკის გამგის ხელფასი – 440 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 5 მანეთი და 40 კაპიკი, წიგნები – 89 მანეთი და 95 კაპიკი, ჟურნალ-გაზეთები – 243 მანეთი და 46 კაპიკი, ბანკის პროცენტი (თეატრის შენობის) – 321 მანეთი და 72 კაპიკი, სულ – 1170 მანეთი და 23 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27760; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .