საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27767

ფაქტი 27767

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 29 მანეთი და 50 კაპიკი, გათბობა-განათება – 90 მანეთი, გამგის ხელფასი – 953 მანეთი და 66 კაპიკი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 25 მანეთი, წიგნები – 30 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 770 მანეთი და 70 კაპიკი, თეატრის შენობის ბანკიდან დასახსნელი თანხა – 1363 მანეთი და 64 კაპიკი, სულ – 3262 მანეთი და 50 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27767; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .