საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27769

ფაქტი 27769

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს გამგეობას კერძო პირისთვის ნასესხები ჰქონდა 1000 მანეთი და დაუბრუნა ვალი. ამ თანხის პროცენტული სარგებელი იყო 73 მანეთი და 50 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27769; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .