საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27802

ფაქტი 27802

1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27802; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .