1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მეთოთხმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სენაკის სკოლის პედაგოგებმა: ივლიანე გოგოლაშვილმა, იასონ ნიკოლაიშვილმა და ლავრენტი აგლაძემ მოსწავლე დარახველიძის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მაისის ბოლოს სენაკის სკოლაში რევიზიის ჩასატარებლად გაეგზავნათ საზოგადოების ორი წევრი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი