საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28131

ფაქტი 28131

1914 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა რამდენიმე რჩევა-რეკომენდეცია თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი გამგეობის აზრით, სკოლაში, როგორც ეს საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებიდან ჩანდა, ჩამოყალიბდა ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუმცა ზედმეტი თავისუფლება აღსაზრდელებს ბოროტად გამოუყენებიათ და გაკვეთილების დროს ხშირად თავს ზედმეტის უფლებას აძლევდნენ, მეტად ცელქობდნენ. ამ ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელი სკოლისგან გაორკეცდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28131; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .