საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28155

ფაქტი 28155

1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 13 აგვისტოს ქუთაისის საგუბერნიო მმართველობამ ნება დართო გუდაუთელებს, გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28155; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .