საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28164

ფაქტი 28164

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ სთხოვა უახლოეს ხანში ნებართვის აღება დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილებისა და სკოლის გასახსნელად. გუდაუთელები იმედოვნებდნენ, რომ ისინი იმ წლის ზაფხულშივე შეუდგებოდნენ საქმიანობას. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28164; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .