საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28166

ფაქტი 28166

1912 წლის 20 ივნისს დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილის მიერ დაბა გუდაუთაში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. განყოფილების უახლოეს მიზანს წარმოადგენდა დაბა გუდაუთაში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა საზოგადოების წესდების პირველი და მეორე პარაგრაფების მიხედვით. „პროტოკოლის“ დოკუმენტს ხელს აწერენ: რომანოზ პეტრეს ძე პერტენავა, მანუჩარ მერაბის ძე ქუჩულორია, ალექსანდრე უჩას ძე მიგინეიშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და გიორგი თომას ძე ზენაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28166; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .