საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28230

ფაქტი 28230

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების მთავარი ამოცანა იყო გუდაუთაში სკოლის გახსნა, ამიტომ განყოფილებას ყველა ღონე უნდა ეხმარა მიწის შესაძენად და ამ მიწაზე სკოლის შენობის ასაშენებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28230; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .