საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2827

ფაქტი 2827

1918 წლის 30 ნოემბერს სალიკვიდაციო განყოფილების გამგე, ინჟინერი ვეისი გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართავს, რომ მისი ბრძანებით შავი ზღვის რკინიგზის მონაკვეთის საწყობიდან სამინისტროს მოსამსახურეებზე გაცემულია 8 ფუთი და 20 ფუნტი ჩაი (ფუთი 20 რუბლად). სამინისტროს კანცელარიამ ეგზეკუტორ ბერიევს დაავალა ჩაის მოსამსახურეებზე გაცემა და მათი ხელფასიდან ღირებულების დაკავება. ამ ფულის ნაწილი მიიღეს სალიკვიდაციო განყოფილების შემდეგი თანამშრომლებისაგან: ვეისი, როდზევიჩი, სეროვი, ბარკოვსკი, ვასილევი, გოპაძე, მალახოვსკი, სოკოლოვსკი, აგიაშვილი, ნაცვალოვი და ჯაფარიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2827; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .