საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28356

ფაქტი 28356

1898 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 27 მარტს ქუთაისში, ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობის გახსნის ზეიმზე საერო სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სკოლის დაარსების საქმეში ამავე სკოლის უფროსი ქალის მ. ი. რუბინის ღვაწლზე ისაუბრა. მ. ი. რუბინი ლატარია-ალეგრისა და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდა, რათა სკოლისთვის საკუთარი შენობის შესაძენად თანხა შეეგროვებინა.

წელი:
1898
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია 1898 | 2 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28356; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .