1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოების ასამოქმედებლად და გამოსაცოცხლებლად ყოველკვირეული გაზეთის – „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უწყებები“ – გამოცემის საკითხი დასვა. გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო განცხადებები და ცნობები საზოგადოების ღონისძიებათა შესახებ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მოიწონა და ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს, ვარლამ ბურჯანაძეს და ივანე ელიაშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი