1922 წლის 22 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო სხდომაზე საქართველოს საავიაციო საზოგადოებამ გამგეობას როსტოვში დაღუპული ავიატორის, ალექსანდრე მალაშხიას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა სთხოვა. გამგეობამ საავიაციო საზოგადოების თხოვნა არ დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი