საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28755

ფაქტი 28755

1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას წიგნის მაღაზიის ყველა წიგნისა და ნივთის ძველ ბინაში გადატანის შესახებ აცნობა. მისი აზრით, მაღაზიაში გამგეობის წევრთა მორიგეობა უნდა დაწესებულიყო, უნდა განეახლებინათ ვაჭრობა და ყველა გაყიდული წიგნი დავთარში ჩაეწერათ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28755; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .