საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28810

ფაქტი 28810

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ვერის ბიბლიოთეკა გადაეცათ ვერაზე არსებული გამრთობი საზოგადოებისთვის იმ პირობით, რომ ბიბლიოთეკას იმავე უბანში დატოვებდნენ. საზოგადოების დახურვის შემთხვევაში კი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა დაებრუნებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28810; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .