1920 წლის 23 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შემსწორებელთა შორის გამგეობის წევრების მუშაობას მიესალმებოდა და რომ ეს არ არღვევდა შრომის ეთიკასა და კანონებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების ოქმები, სარევიზიო კომისიისა და გამგეობის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი