საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28953

ფაქტი 28953

1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 30 ადამიანი დაესწრო. კრებაზე ერთხმად დადგინეს, რომ, საზოგადობის მთავარი გამგეობის მითითებებისა და ოქროპირიძის მოხსენების გათვალისწინებით, საჭირო იყო ცხინვალში საზოგადოების 1918 წლიდან უმოქმედო განყოფილების აღდგენა, ახალი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28953; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .