საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29037

ფაქტი 29037

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის ოლქში, განსხვავებით სხვა ოლქებისგან, რუსული და მეგრული ენა სჭარბობდა. ზოგიერთი იქაური ინტელიგენტი თავის თავს მხოლოდ მეგრელად აღიარებდა და მეგრული წერა-კითხვის შემოღების მომხრე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29037; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .