საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29042

ფაქტი 29042

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგეს ლევან ივანეს ძე ჩიჩუას შეატყობინა, რომ მან, ვერ მიიღო რა პასუხი ბიბლიოთეკის არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტის თაობაზე, პირადად გამოიძია ეს საკითხი. ლავროვი დარწმუნებულა იმაში, რომ კომიტეტის არჩეული პირები, პატარაია, კედია და გეგელია, არავის დაუმტკიცებია ამ თანამდებობაზე. შედეგად, ლავროვს გაუცია განკარგულება ადგილობრივი მმართველობის სახელზე, კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა ჩიჩუასთან ერთად უნდა ეთავა ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებულ სამშენებლო კომიტეტს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29042; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .