1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი თებერვლიდან ბიბლიოთეკარისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, ბიბლიოთეკარის თანაშემწისთვის – 3 000, მუზეუმის დარაჯისთვის – 500, კანცელარიის პირველი მსახურისთვის – 2 500, მეორე მსახურისთვის – 2 000, მაღაზიის მსახურისთვის კი – 2 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი