1922 წლის 28 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოების მუზეუმი საზოგადოების მფლობელობაში დარჩენილიყო, მაგრამ დროებით მოვლა-სარგებლობის უფლებითა და არსებული მომსახურე პერსონალით უნივერსიტეტს გადასცემოდა. თანამშრომლებს ხელფასს საზოგადოება გადაუხდიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი