საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2922

ფაქტი 2922

სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა 1919 წლის 6 თებერვალს გზათა მინისტრს მიმართა, რომ 21 იანვრის ბრძანებით მას დაევალა მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულისგან ყველა საქმის ჩაბარება, განყოფილების გაუხარჯავი თანხების მიღება და შესაბამისი აქტის შედგენა; პ.(?) ი. მაჭავარიანის სამინისტროდან სასწრაფოდ წასვლის გამო ზოგი მიმდინარე მიმოწერა, მაგ., ბუდაღიანცის ფირმასა და ამხანაგობა „მშენებელთან“, მის საქმეებში დარჩა. მინისტრს სთხოვს, ბრძანება გასცეს ამ მიმოწერის მოსაძებნად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2922; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .