1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მართვა-გამგებლობის საქმის მომწესრიგებელი კომისიის შედგენილი ინსტრუქცია. ინსტრუქციის მიხედვით, ქართველ მოღვაწეთა სავანის საქმეები სპეციალურად არჩეულ კომიტეტს უნდა ემართა. გამგეობამ კომიტეტის წევრობის კანდიდატებად მოიწვია სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ექიმთა საზოგადოების, ხელოვანთა ცენტრის და სხვ. წარმომადგენლები, სულ 12 კაცი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი