საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29293

ფაქტი 29293

1916 წლის 14 ივლისს სოფელ მიხაილოვოში (1872-1917 წლებში ხაშურის სახელწოდება) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების დამფუძნებელი კრება გაიმართა. კრებას განყოფილების 55 წევრიდან ესწრებოდა – 30, სხდომაზე აირჩიეს გამგეობა (თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი) და სარევიზიო კომისია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29293; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .