საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29297

ფაქტი 29297

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29297; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .