1920 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილებიდან ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილმა მთავარგამგეობას შეატყობინა, რომ რევოლუციის შემდეგ განყოფილების სამკითხველო სრულიად უმოქმედოდ იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეთხოვა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ხაშურის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1915-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა