საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 294

ფაქტი 294

1924 წლის 16 მაისს საქართველოს ჩეკას განსაკუთრებულმა რწმუნებულ-თანაშემწე ბესარიონ მელიქაძემ მოითხოვა დაკავებული არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცის, როგორც ბოროტი მტრის, 5 წლით მკაცრი იზოლაციის ციხეში ამნისტიის გარეშე და წინასწარი პატიმრობის ჩაუთვლელად დაპატიმრება, რადგან ის არალეგალურ სტამბასთან დაკავშირებულ ბრალდებას არ აღიარებდა. ამ დროს მიკაელიანცი იმყოფებოდა N2 გამოსასწორებელ სახლში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 294; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .