საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29412

ფაქტი 29412

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 1915 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 4 თვის ხელფასი, 240 მანეთი, გამგეობამ სკოლის გამგეს გადაუხადა, 76. 25 – დარაჯს, 100 მან. შენობის გათბობასა და განათებაზე დახარჯა, 14. 45 – ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების შეძენაზე, 5. 40 – ქონების შეკეთებაზე, 44. 95 – წვრილმან ხარჯებზე. სულ 1915 წელს ბათუმის განყოფილების სავარაუდო გასავალი 481. 05 მანეთი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29412; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .