1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის მოხსენების ასლი გამგეობის საქმეთა წარმოების რევიზიის შესახებ და შეუთვალა, გაეთვალისწინებინათ მოხსენებაში არსებული შენიშვნები: შემოსავალ-გასავლის ანგარიში უნდა იწარმოებოდეს მთავარი გამგეობის საქმეთა წარმოების წესის მიხედვით; განყოფილების თავისუფალი თანხა უნდა ინახებოდეს რომელიმე საკრედიტო დაწესებულებაში განყოფილების და არა კერძო პირის სახელზე.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი