საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29539

ფაქტი 29539

1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მოსამსახურეთა თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. მათ სურდათ, ექვსი თვის განმავლობაში ხელფასიდან ყოველთვიურად ჩამოეჭრათ თანხა ავანსის დასაფარად. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის მაისის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .