საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29590

ფაქტი 29590

1920 წლის 15 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ სანდრო მაისურაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების უფასოდ დათმობისა და თანხით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29590; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .