1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან არ არსებობდა ბიბლიოთეკის მმართველი სექცია, გამგეობას კი თელავის ხუთივე ბიბლიოთეკის მეთვალყურეობა სახსრების უქონლობის გამო არ შეეძლო.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების თელავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მოქმედების შესახებ | 1916-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა