1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1914 წელს ომის გამოცხადების გამო მოსახლეობამ ბათუმი დატოვა, სასწავლებელი დაიხურა და შეწყდა ყველანაირი კულტურული მუშაობა. ერთი წლის შემდეგ სიტუაციის ჩაწყნარებასთან ერთად ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებები ამუშავდა, მაგრამ უსახსროდ დარჩენილმა ბათუმის განყოფილებამ სკოლაში სწავლის განახლება ვერ შეძლო.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი