1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი ი. კერესელიძის ლექსები, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ტექსტები (ჭიჭინაძის გამოცემა), „მეფე დიმიტრი თავდადებული“, იოსელიანის ქართული გრამატიკა, „ბატონიშვილი ირაკლი, ანუ თავდადება ქართველთა“, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“, „სიბრძნე-სიცრუიდან“ ამოღებული და რაფიელ ერისთავის გალექსილი იგავ-არაკები, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“, გრიგოლ რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „არსენას ლექსი“, „რკინის გზის შემომღები“, წერის სასწავლო დედანი და სახარება.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი