საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29634

ფაქტი 29634

1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ორ-ორი ცალი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, „პატარა ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“, „დარიგება მასწავლებელთა“, „არითმეტიკული გამოცანები“, კრილოვის იგავ-არაკები, ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, თბილისის სწავლის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება და „ამბები სოფლის ცხოვრებიდან ყრმათათვის“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29634; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .