საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2966

ფაქტი 2966

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, რათა რუსეთში ჩასატარებელი არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ამ მიზნით, ისინი „წმენდდნენ“ ორგანიზაციებს, არასასურველ პირებს აპატიმრებდნენ, სოფლის მაცხოვრებელთა დასაშინებლად ცენტრიდან აგიტატორებს აგზავნიდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2966; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .