1916 წელს ალი-ბეგ მემედ-ბეგ ზადე აბაშიძე, გრიგოლ მარკოზის ძე ანთაძე, მარიამ გიორგის ასული ანთაძისა, ალექსანდრე ვლადიმერის ძე არდიშვილი, კოსტა დავითის ძე აბრამია, ივანე სიმონის ძე აბუსერიძე, ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე და ნესტორ სამსონის ძე ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი