1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან დამხმარე სექციები არ არსებობდა. განყოფილების გამგეობას სასკოლო სექციის დაარსება საჭიროდ არ მიაჩნდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლის მეთვალყურეობა ერთ-ერთი წევრისთვის მიენდოთ, რომელსაც მომავალ კრებაზე აირჩევდნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების თელავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მოქმედების შესახებ | 1916-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა