საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29851

ფაქტი 29851

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. ზუგდიდის განყოფილების გამგეობის აზრით, ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნასთან ერთად, მისი შენახვაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. სკოლა რომ უსახსრობის გამო რამდენიმე თვეში დაეხურათ, ამას სჯობდა საერთოდ არ გაეხსნათ ის. ამ რთულ საკითხზე მსჯელობა გამგეობას უახლოეს საზოგადო კრებაზე დაუგეგმავს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29851; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .