საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29857

ფაქტი 29857

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის განმავლობაში გამგეობა არ დახმარებია ნივთიერად ზუგდიდის წიგნსაცავ-სამკითხველოს. ამის მიზეზი თანხის უქონლობა იყო. ის ცოტაოდენი ფული, რაც განყოფილებას გააჩნდა სკოლის საქმეს უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29857; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .