საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29861

ფაქტი 29861

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წლის 7 ივლისს განყოფილების სასარგებლოდ გამართული სეირნობისა და „ჩითის საღამოდან“ შემოსულმა თანხამ შეადგინა 150 მანეთი და 88 კაპიკი. გაუსაღებელი ნივთების სავარაუდო საერთო ღირებულება იყო 10 მანეთი და 25 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29861; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .