საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29904

ფაქტი 29904

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29904; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .