1913 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ უკანონოდ სცნო ზუგდიდის განყოფილების 2 მარტს გამართული საზოგადო კრება იქ მომხდარი რიგი დარღვევების გამო. ამიტომ ამ კრებაზე გამოტანილი დადგენილებებიც გაუქმებულად უნდა ჩათვლილიყო. მთავარმა გამგეობამ მოუწოდა ზუგდიდელებს, მოეწვიათ ახალი კრება, სადაც ხელახლა იმსჯელებდნენ იმ საკითხებზე, რაც 2 მარტის კრებაზე განიხილეს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი