ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ - მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი